weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშმა კაკო სისაურმა კარტოფილის ამოსაღები მოწყობილობა შექმნა

15:55 ორშაბათი, 22 მაისი 2017

თუშეთში, სოფელ ქვემო ომალოში მცხოვრებმა 56 წლის კაკო სისაურმა კარტოფილის ამოსაღები მოწყობილობა სათიბის რედუქტორისგან ააწყო. როგორც კაკო სისაურმა „რეგინფოს“ უთხრა, ტრაქტორზე დამაგრებულ მოწყობილობას კარტოფილის ამოღების გარდა, ბალახის თიბვაც შეუძლია.

კაკო სისაურს ქვემო ომალოში კარტოფილი ერთ ჰექტარზე აქვს დათესილი და სეზონზე დაახლოებით 7-8 ტონა მოსავალს იღებს. მისი თქმით, მოწყობილობა მას სამუშაოს მნიშვნელოვნად უადვილებს.

„კარტოფილის ამოსაღები სათიბის რედუქტორისგან ავაწყე. წინ და უკან ე.წ. სეტკები დავუყენე, რომელიც მიწას ცრის და მხოლოდ კარტოფილი რჩება. კარტოფილის ამოსაღებად კი წინ დანის მსგავსი ნაწილი დავუმაგრე, რომელიც კარტოფილს მიწიდან ზემოთ ისე ყრის, რომ არ იჭრება. ეს ყველაფერი პატარა ტრაქტორზე დავამაგრე. დანას თუ მოვხსნი, მოწყობილობა ბალახის სათიბადაც გამოიყენება. ერთ ჰექტარზე მაქვს დათესილ კარტოფილს აქამდე ხელით ვიღებდი, რაც ენერგიასთან ერთად, დიდ დროს მოითხოვდა და კარტოფილის დიდი ნაწილიც ზიანდებოდა. ახლა ჩემ მოსავალსაც მარტივად დავაბინავებ და სხვებსაც დავეხმარები“,- უთხრა „რეგინფოს“ კაკო სისაურმა, რომელმაც გასულ წელს სარეცხი მანქანისგან კარტოფილის სათესი მოწყობილობაც შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]