weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„გრუზვინპრომმა“ ჩინურ კომპანიასთან 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

12:04 სამშაბათი, 23 მაისი 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანას „გრუზვინპრომი“ და ჩინურ კომპანიას „Jiangxi Silk Road Investment“ (ქალაქი ნანჩანი, ძიანგსის პროვინცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციის მიმართულებებით. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმატება უსურვა ქართულ და ჩინურ კომპანიებს და აღნიშნა, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. სახელმწიფოს მხრიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამარტივება, ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ის მხარდაჭერაა, რამაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

„დღევანდელი მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წინაპირობაა იმისა, რომ მოლოდინები, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა, შესრულდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  საქართველოდან, ღვინის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთში, რომელიც აფასებს და პატივს სცემს ჩვენ ისტორიას და ტრადიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ძიანგსის პროვინციის მოსახლეობა 400 მილიონზე მეტია, შესაბამისად, ეს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

სამინისტროს ცნობით, დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე, 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილია  ღვინის კულტურის სახლები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას ახორცილებენ.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა „გრუზვინპრომი“ 1929 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში კომპანია სახელმწიფო საკუთრება იყო. „გრუზვინპრომი“ აუქციონზე 31 მილიონ 105 ათას ლარად 2015 წელს გაიყიდა. საწარმო შპს Bolero & Company–მ შეიძინა.
„გრუზვინპრომი“ საქართველოს მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 2015 წლის თებერვალში, ლარის დასტაბილურების მიზნით შეიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]