weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სიახლე ფინკა ბანკში - ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება ერთის ფასად!

17:11 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგი საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტბანკინგი, ტელეფონბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ.

პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მართოს საბანკო ანგარიშები და განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები.

თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

„პაკეტური შეთავაზების შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა ბანკთან ურთიერთობა, მიგვეწოდებინა სრული საბანკო სერვისები დისტანციური არხების საშუალებით, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს და მომსახურების პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ საპაკეტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს არამარტო დროს, არამედ ფულსაც, ვინაიდან რამდენიმე საბანკო პროდუქტით ერთდროულად სარგებლობს და იხდის მხოლოდ ერთის საფასურს. დისტანციური არხების გამოყენება მომხმარებლებისთვის კომფორტული და მომგებიანია“.

ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ☎ 224 49 49

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]