weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების პროგრამა იწყება

15:01 პარასკევი, 26 მაისი 2017 hits 1787

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

„იმისათვის რომ არ მოხდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ ადგილობრივების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით. პროგრამა ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა (ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი) და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წლის განმავლობაში იქნება და სახელმწიფოს მხრიდან 6 მილიონი ლარი გამოიყოფა," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო რძის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს და მის სრულ აღჭურვას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული საწარმო, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. მოდელად ჩვენ ავიღეთ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს" ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება. ეს პროგრამა გავრცელდება სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამა მოიცავს 24 მუნიციპალიტეტს - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]