weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართული ღვინის ექსპორტი 27 %-ით გაიზარდა

10:54 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31.5 მილიონი ბოთლი ღვინო (0.75 ლ), რაც 27 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75.3 მილიონი აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36 % შეადგინა.

ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციულ ბაზრებზე: იაპონია - 186 % (97 668), დიდი ბრიტანეთი - 109 % (45 210), ჩეხეთი - 87 % (24 408), სამხრეთ კორეა - 76 % (31 380), გერმანია - 51 % (252 982), ნიდერლანდები - 45 % (33 399), რუსეთი - 38 % (20 439 494), უკრაინა - 33 % (3 149 059), პოლონეთი - 33 % (1 300 222), ყაზახეთი - 32 % (1 379 698), ლიეტუვა - 22 % (172 020), ლატვია - 22 % (670 260), ესტონეთი - 16 % (216 762), ბელარუსი - 11 % (461 952) .

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა,  ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. 

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა. ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 5.7 მილიონი ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 1.7 მილიონი, „წინანდალი“ – 1.4 მილიონი,  „ახაშენი“ – 638 ათასი,  „ხვანჭკარა“ – 282 ათასი, „ტვიში“ – 140 ათასი, „ყვარელი“ – 58 ათასი ბოთლი.

ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6.7 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 21 %-ით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში შეადგენს 13.8 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა 3 %).

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ზრდამ  82 % შეადგინა. სულ ექსპორტირებულია 418.3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104%).

ღვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა სულ 123.7 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]