weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წინანდალში Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო ოქტომბერში გაიხსნება [Photos]

10:12 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ტერიტორიაზე Radisson Collection-ის პირველი სასტუმრო - The Tsinandali Estate კახეთში 2018 წლის ოქტომბრიდან გაიხსნება.

რედისონის სასტუმროების ჯგუფის ინფორმაციით, თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას.

სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით. რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

სასტუმრო 141 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს და ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]