weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ღვინის ექსპორტი 5 თვეში 64%-ით გაიზარდა

11:08 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 64%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 160% (3234144), პოლონეთი - 17% (978360), აშშ - 54% (148470), ბელარუსი - 59% (416962), უკრაინა - 28% (2364112), რუსეთი - 96% (14820976), გერმანია - 18% (167 296), ლატვია - 17% (547 946), საფრანგეთი - 500% (89986), ისრაელი - 253% (92310), აზერბაიჯანი - 202% (77202) და სხვა“, - განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -14820976, ჩინეთი -3234144, უკრაინა - 2364112, ყაზახეთი - 1 048 195 და პოლონეთი - 978 360 ბოთლი.

„ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5521594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ს აღწევს“, - აღნიშნეს სააგენტოში.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 205,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 47%-ს მიაღწია.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]