weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თვითონ ეკონომიკის ზრდა ჩვენი თვითმიზანი არ არის – გიორგი ქობულია

16:22 პარასკევი, 13 ივლისი 2018

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, თუმცა, ძირითადი მოსახლეობის  კეთილდღეობა არ გაიზრდება, რადგან ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ინკლუზიურობა, სადაც გვინდა, გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ შემოსავლები მოსახლეობას შორის.

ეს არ ნიშნავს, რომ გამოიმუშავებს ერთი ადამიანი და მეორეს გაუნაწილდება, არამედ უნდა დასაქმდეს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, რომელიც სახსრებს თავად გამოიმუშავებს. ვფიქრობთ, ამით გაიზრდება მოქალაქეთა კეთილდღეობა, რაც არის არა მარტო შემოსავალი, არამედ დასაქმება, ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი, ასე ამაღლდება მისი კეთილდღეობა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი ქობალია ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ დაასახელა. პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, გიორგი ქობულია საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი და ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების მაგისტრია. 1996-1999 წლებში ქობულია მუშაობდა ცნობილ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Merck, Sharp, & Dohme-ში, ხოლო 2001 წლიდან ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის გუნდის წევრია. დღემდე ის McKinsey-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]