weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „საქნახშირთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17:46 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 hits 1047

ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ შვილობილ კომპანია „საქნახშირთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჰოლდინგში განმარტავენ, რომ სანამ მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას.

ინდუსტრიული ჯგუფის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად.

„ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებაში.

დღეს მეშახტეებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანია „საქნახშირის“ მენეჯმენტი მათ შახტებში ჩასვლას და მუშაობის განახლებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ გაცდენილი დღეების ხელფასს არ აუნაზღაურებენ.  მეშახტეების ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა ჯამბულატ ჯაყელმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, შახტებში ქვანახშირის მოპოვება მხოლოდ ორი კვირით უნდა შეჩერდეს. მეშახტეებმა „საქნახშირის“ წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და შახტის მთავარი ინჟინრის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი მეშახტე. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ამასთან, „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ გამოთქვა მზადყოფნა, კომპანია „საქნახშირი“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]