weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერთა რეესტრს ქმნის

11:08 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად მუშაობს.

„სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს. შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანი ბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს  წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს  მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა რომელიც შეიქმნება, იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც  ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]