weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველო ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა

18:22 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაციის (AAWE) მაჩვენებლების მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. ქართული ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოდ 3,49 აშშ დოლარია.

ამერიკული ორგანიზაციის მიერ შედგენილი რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი აშშ-ია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $). საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3.41 $), არგენტინა (3.11 $), პორტუგალია (3.07 $), გერმანია (3.06 $), იტალია (3.06 $).ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს, რასაც წინ უსწრებდა სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]