weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

უცხო ქვეყნიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე ქართულის სახელით ვეღარ გავა

17:40 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 hits 1695

კარანტინის წესები გამკაცრდება და უცხო ქვეყნიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე ქართულის სახელით ვეღარ გავა. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. კარანტინის წესების გამკაცრებას „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანის სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ქართულ ცხვარში ურევდნენ, რაც რისკისშემცველია“.

ვეტერინარული თვალსაზრისით, საქართველო განსაკუთრებით მაღალი სანდოობით სარგებლობს. ასევე, ქართულ ცხვარს ხარისხობრივად საკმაოდ კარგი თვისებები აქვს. კარანტინის წესები ახლა საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება. ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი“ - განაცხადა დავითაშვილმა.

კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

სტუდია „მონიტორმა“ საქართველოდან ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება. ფილმი მოგვითხრობს, როგორ გაიზარდა ქართული ცხვრის რეალიზაცია და მალევე როგორ შეუქმნა მეცხვარეებს პრობლემები სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრთან ოთარ დანელიასთან დაახლოებულმა კომპანიებმა, რომლებსაც სომხეთიდან შემოყვანილი ცხვარი ექსპორტზე ქართული ცხვრის სახელით გაჰყავდათ. სომხეთიდან შემოყვანილი ცხვარი დაავადებული აღმოჩნდა, დავაადება საქართველოშიც გავრცელდა და ამის გამო, მაგალითად იორდანიამ ქართული ცხვრის შესყიდვაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]