weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაზარალებულმა ფერმერებმა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

14:19 პარასკევი, 31 აგვისტო 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მათ სიმინდი, თხილი და მანდარინი მიიტანეს, რომელიც, მათივე თქმით, აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ფერმერების თქმით, მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, რადგან მავნებელმა ის სრულად გაანადგურა. ისინი ირწმუნებიან, რომ წამლობითმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო და ხილ-ბოსტნეული მაინც გაფუჭდა.

აქციაზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე. მისი განცხადებით, აქცია მანამდე არ დაიშლება, ვიდრე ფერმერები თორნიკე რიჟვაძეს არ შეხვდებიან და კონკრეტულ დაპირებას არ მიიღებენ.

კომპენსაციების გაცემისა და სესხების გადავადების მოთხოვნით ფერმერებმა აქცია 23 აგვისტოს, აჭარის მთავრობის შენობასთანაც გამართეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საფინანასო ორგანიზაციებთან სესხის გადავადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, ​ქობულეთელ ფერმერებს სესხის გადახდის პერიოდი გაუხანგრძლივდეთ. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ კომპენსაციების გაცემა არ იგეგმება, რადგან ხელისუფლებას ამის რესურსი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]