weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ეკონომიკა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, რომელმაც ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ქუმსიშვილის განცხადებით, „ბოდორნა ჰესი“ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ.…

საბაგირო გზა, რომელიც მესტიას და ჰაწვალის სათხილამურო კურორტს დააკავშირებს, 23 დეკემბერს გაიხსნება. ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. საბაგირო გზის სიგრძე 1200 მეტრია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 11 თვეში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც 44.48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2…

საქართველოს მთავრობამ „ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონმა“, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა. როგორც „ბადაგონში“ აცხადებენ, ცენტრის ვიზიტორები ინფორმაციას მიიღებენ ქართული მონასტრების, ლანდშაფტების, ღვინის ქართული…

მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტ გოდერძიზე სამთო-სათხილამურო სეზონი 9 დეკემბერს გაიხსნება. „გოდერძის“ შემდეგ, 10 დეკემბერს გაიხსნება ზამთრის ტურისტული სეზონი გუდაურსა და ბაკურიანში, სვანეთში (თეთნულდი) კი 23 დეკემბერს.

ვანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ქართული დაფნა“ ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის…

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თაფლის საწარმო გორში აშენდება. საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გელენიძის განცხადებით, გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]