weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2021

ეკონომიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ნაწილია.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში – თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში – დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების – სავაჭრო ცენტრებისა…

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, 8 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას არ განაახლებს. ასევე შენარჩუნდება მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრასპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ შეეხება ბაზრობებს, ისევე როგორც ბაზრობების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ ობიექტებს შეუძლიათ…

ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები 15 დეკემბრიდან შეჩერებულია. როგორც „რეგინფოს“ ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia-ში განუცხადეს, ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მგზავრების არყოლის გამო მიიღეს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, კომპანია კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივ აირს აღარ გააძვირებს.  

„ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, მოკრძალებულად და ნუ დავარღვევთ დაწესებულ შეზღუდვებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ევროკავშრის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 24 დეკემბრიდან ვაჭრობის სექტორის მოსალოდნელ გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, შენობა-ნაგებობების დანგრევა დაიწყო, რომლებიც მათი განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ არის აშენებული. ადგილობრივები შენობების ნგრევას აპროტესტებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]