weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეკონომიკა

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელმა, სულხან ზუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ლარის გაუფასურება ინვესტორის მოლოდინის საფუძველზე მოხდა და ეროვნულ ვალუტას ფუნდამენტური პრობლემა არ აქვს.

„ბევრი უცხოელი ინვესტორი უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია - უცხოელ ინვესტორს შეუძლია მიწა იჯარით აიღოს დიდი ხნით -…

11 ოქტომბერს, საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მყუდრო…

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288…

ლიკანში, ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდება.

სიღნაღში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, რომელიც დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს. პროექტს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, მისი საინვესტიციო მოცულობა 21 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია ორ ამერიკელს, 77 წლის უილიამ ნორდჰაუსსა და 62 წლის პოლ რომერს მიენიჭა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]