weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ციხის ადმინისტრაციების და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრები სახალხო დამცველის…

„ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი 14 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური…

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 83 ხმით დაამტკიცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტი ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ…

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ამნისტია ოჯახში ძალადობის ჩამდენთა ნაწილსაც უნდა შეეხოს. როგორც ხუნდაძე ამბობს, არსებულ სოციალურ ვითარებაში ასეთი მსჯავრდებულების გათავისუფლება „იქნებოდა…

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება 48 საათის განმავლობაში…

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც დაზარალებულს უკრძალავდა პროკურატურიდან წაეღო სისხლის სამართლის საქმის ასლები და გასცნობოდა სხვა ადგილას, საჯარო მოხელეების ზედამხედველობის გარეშე.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარება სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]