weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ადამიანის უფლებები

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 27 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი მოსამართლიდან მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ სკოლის რამდენიმე მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი გამოკითხეს, რომლებიც ადასტურებენ,…

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც პრეზიდენტის შვილისა და სიძის მეგობარია, წინასწარი პატიმრობიდან 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. გორის რაიონის სოფელ წითელუბანში თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი 15 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარედ საქონელს მწყემსავდნენ.

2017 წლის 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დღის და ღამის საათებში გადამეტებული ხმაურისათვის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმები დაწესდა. პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლაშა ბახუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც…

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო. ამ ინფორმაციას კავშირი „საფარი“ ავრცელებს, რომელიც  სტრასბურგის სასამართლოში მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის ინტერესებს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]