weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

შეერთებულმა შტატებმა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანა

11:01 პარასკევი, 07 აპრილი 2017

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა, რისთვისაც შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ხომალდიდან განხორციელდა.

ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დამტკიცდა. მსხვერპლის შესახებ, ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ სირიის ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაცია 2014 წელს ტრამპის წინამორბედმა ბარაკ ობამამ დაიწყო, მაგრამ აქამდე ამერიკული ავიაცია იერიშებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ახორციელებდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]