weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ სახალხო განხილვები მოეწყობა

21:38 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019
ფოტოზე - არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის ფოტო ფოტოზე - არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის ფოტო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, რომელიც საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარების გრაფიკი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

„საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სულ ამ მიზნით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით განხილვების დროს საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მოვისმინოთ თანამოქალაქეების მოსაზრებები და ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას და ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი, უფრო მეტად დამკვიდრდება პარტიებს შორის თანამშრომლობის კულტურა და შემცირდება ის პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში აქამდე არსებობდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების გადაწყვეტილება „გავრილოვის ღამეს“ თბილისში, მრავალთასიანი მიტინგის დარბევის შემდეგ მიიღო. საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]