weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბიბილოვის განცხადება ჩვეულებრივი წინასაარჩევნო რიტორიკაა – კობახიძე

16:51 პარასკევი, 01 აპრილი 2022

„ასეთი განცხადებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ჩვენ საკმაოდ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით, როცა მათი ე.წ. არჩევნები ახლოვდება“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების სურვილის თაობაზე.

როგორც კობახიძემ თქვა, ოპოზიციური პარტიები ბიბილოვის წისქვილზე ასხამენ წყალს, როდესაც ასეთ განცხადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ბიბილოვს თავისი ე.წ. არჩევნები აქვს და ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო რიტორიკა, რასაც ის ამ შემთხვევაშიც მიმართავს. აი, ოპოზიციის რეაქცია არის ამ წისქვილზე წყლის დასხმა.

როცა შენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ ასეთ განცხადებას, რაც არაერთხელ მოგისმენია წარსულშიც და როდესაც ამას წარმოაჩენ როგორც განსაკუთრებულ შემთხვევას, ეს არის სწორედ ბიბილოვის წისქვილზე წყლის დასხმა, რასაც ამ შემთხვევაში აკეთებს ოპოზიცია კონკრეტული პირების სახით“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. 6 თებერვალს, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ფაქტობრივად იგივე გაიმეორა მან 30 მარტსაც. ბიბილოვის განცხადებით, სამართლებრივ ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემასგენლობაში“.

რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა თქვა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფოების ან უცხო სახელმწიფოების ნაწილების ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტებად მიღების პროცედურას. მისი განმარტებით, ამისთვის ოსი ხალხის ნების გამოხატვაა საჭირო, რაც რეფერენდუმის გზით შეიძლება გაკეთდეს. რუსულ მედიაში ამ თემაზე რუსეთის დუმის წევრის ვიქტორ ვოდოლაცკის კომენტარიც გავრცელდა. ის ფიქრობს, რომ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა მაისში ან ივნისში ჩატარდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში „არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა“.

 

ამ თემაზე:

რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის შედეგებს არ ვაღიარებთ – აშშ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]