weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ოპოზიციური ძალების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და მას ხელისუფლების მიერ მართული დაშინების კამპანიის ნაწილი უწოდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ დადგეს ის შედეგი, რასაც ოჯახი და საზოგადოება ელოდება.

„თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ უერთდება. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ისურვებდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამსტერდამიდან…

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით…

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მარიხუანის მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მარიხუანის მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება.

შვეიცარელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა როჯერ ფედერერმა უნიკალურ რეკორდს მიაღწია. ის 37 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც წელიწადი ATP რეიტინგის 5 საუკეთესო ჩუგბურთელს შორის დაასრულა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში, პოლიტიკურ ნიადაგზე მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]