საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„გარკვეული დღეების განმავლობაში სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდების მიერ მარიხუანას მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის წევრის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველ განცხადებას დღეს გააკეთებს.
„არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ გერმანულ ენაზე გამოიცა. მის თარგმანზე ლაშა ბაქრაძემ იმუშავა, რამდენიმე ასეული ეგზემპლარი კი გამომცემლობამ Leipziger Literaturverlag დაბეჭდა.
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ა.გ.-მ მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შეზღუდვის რეგულაციები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. პირველი არხის ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს…
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. როგორც „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების…
ესპანური „სასკი ბასკონიას” ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხმას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემს. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11