weather cur horoscope tv
ივნისი 10, 2025

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ანტისატანკო სისტემების, „ჯაველინების“ გადმოცემის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - „სტინგერებს“ მიიღებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და 8 წლით თავისუფლების…

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიებს წინადადების წარდგენა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბუნების ძეგლის შესწავლასა და ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაზე მუშაობენ.

თბილისში, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სავარაუდოდ ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით, ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადვოკატმა ლალი აფციაურმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

„ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგანან ქართული ოჯახები, მათ უკან დგას…

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებს სურთ, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრონ და მათთან ერთად წვრთნა გაიარონ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - დავით მჟავანაძე, ბესიკ ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]