weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

აჭარაში ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები სრულდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა კი ხვალ, დღის ბოლომდე გაიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკრიტიკა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის მაჩვენებლით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც საფრანგეთის რივიერის ქალაქში მიმდინარე წლის 9-198 მაისს ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ასღარ ფარჰადის, ნური ბილგე ჯეილანის, მატეო გარონეს, ჟან-ლიუკ გოდარის, სპაიკ…

ბათუმში, გვიან ღამით პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებას 1-ლი ივლისიდან მერია გააკონტროლებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ფოიერვერკების აფეთქებით შეწუხებული მოქალაქეები თვითმმართველობას ხშირად მიმართავენ, ამიტომ მონიტორინგის ფუნქციას, პოლიციის…

ზუგდიდში, ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარს არ უჭერს. „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების ინიციატივასაც.

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდს არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ლომბარდში ტელეფონის დატოვება უნდოდათ, რაზეც ოპერატორისგან უარი მიიღეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დანა ამოიღო და ოპერატორს გარეთ გასვლას აიძულებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავში აქვს მიყენებული. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]