საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩატარებული 35 117 ტესტის შედეგად, საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.3% გახდა, ხოლო ბოლო კვირის მაჩვენებელი 4.26%-ს შეადგენს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსანძე, რომელიც სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს, ამბობს, რომ დააკავებისას ხელი მოსტეხეს. ჟურნალისტი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, ხელწერილი არ დაუწერია.
„ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა იქ გამართულ აქციაზე 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, ათამდე პოლიციელს ძალის გამოყენებით როგორ მიჰყავს აბსანძე, რის შემდეგაც მას პოლიციის ავტომობილში სვამენ.
„მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა“,…
„არცერთ პრემიერს და არცერთ მინისტრს, ამ უკვე კრიზისების ფონზე გამობრძმედილ „ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი აღარ უკვირს და პრინციპში, დასანანიც აღარ არის, თუ რომელიმე მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან გადადექი, თორემ ასე…
„ჩვენ გვყავს მოძალადე პრემიერი, თან ხეპრე პრემიერი, რომელმაც არც კი იცის, რას ლაპარაკობს, არც კი იცის, რამდენს ვნებს ამ ქვეყანას მისი ნებისმიერი განცხადებით და ყველა განცხადება მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე არის…
„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული…
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ლომჯარიას თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები და მინიშნებები…
დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ განიხილავენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებს საკითხს ან საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11