საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, შეზღუდვების და მობილობის შემცირების ფონზე კორონავირუსის გავრცელების მხრივ პოზიტიური მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესებამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ უფრო მაღალი…
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 14 511 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო 18 გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე მასთან ერთად ბრძოლას თავს არიდებდა. როგორც მელია ამბობს, პარტიაში დიდი განახლების და გადალაგების დროა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია. როგორც ონის მერიაში აცხადებენ, ხანძრის გავრცელების არეალი, პირველადი შეფასებით, დაახლოებით 4 ჰექტარს აღემატება.
4 იანვრის 21:00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 39 შემთხვევა თელავში დადასტურდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მონაცემები ასეთია: გურჯაანი - 37, საგარეჯო -…
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. ის კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთაშორისო მიმართულებებით.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, რომელიც COVID-19-ის ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება 3.3028 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 შეადგინა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11