weather cur horoscope tv
ივნისი 27, 2025

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და აპარატის თანამშრომელს, მათე ღვინჯილიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს.

„როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი“, - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის „რვაფეხას“, იგივე კაფე „ფანტაზიას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამერიკის შეერთბეული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინიტრ გიორგი გახარიას შორის სატელრფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობასა და…

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, ზაურ დარგალის წარდგენის წინააღმდეგია. ეპისკოპოსმა სათემო რადიო „მარნეულთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარგალის კანდიდატურა გაწვეული უნდა…

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ხანძრის შედეგად კომპანია „ქართული ზეთისხილის“ მიერ გაშენებული პლანტაციების ნაწილი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ კომპანიაში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 18 ჰექტარი და მასზე არსებული ოთხი წლის ხეები, რომლებიც ნაყოფს…

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ შსს-ში დაუდასტურეს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია ოშხარელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 5 000-დან 10 000 ლარამდე გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების თაობაზე.

პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, დანარჩენი ადგილები კი შიდაპარტიული კონკურენციის პრინციპით განაწილდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიცია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, რომ მათი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]