weather cur horoscope tv
ივლისი 10, 2020

ხელვაჩაურში ნაპოვნ შველს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ

14:06 ორშაბათი, 01 ივნისი 2020 hits 1134

შველი, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში, მოქალაქემ იპოვა, ახლა ბათუმის ზოოპარკშია. მკურნალობის შემდეგ მას ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის სახლთან ნაპოვნი შველის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდა. ამის შესახებ მან ასევე შეატყობინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტს.

„შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ბუნებაში გაუშვებენ“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]