weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

ფინანსური პოლიციის უფროსმა ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა

11:51 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 hits 1886

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა. უწყების ინფორმაციით, გამყრელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. მანამდე კი უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს. რამიშვილი ლევან გამყრელიძის მოადგილე იყო.

ლევან გამყრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე ის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2013 – 2015 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა (განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე).

„რეგინფო“ წერდა, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან ექვს თვეში, 2017 წლის 9 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გამყრელიძემ 87 945 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 19 845 ლარი იყო, 68 100 ლარი კი სხვადასხვა დანამატები და კომპენსაციები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]