weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს

11:53 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 hits 1261

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე სამეთაურო-საშტაბო სწავლებას გადის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში 500-ზე მეტი ერთეული შეიარაღებ და საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.

სწავლების ფარგლებში სამხედროები სწავლობენ მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმის დროს ქვედანაყოფის მოქმედებას, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში დაბინძურებული ადგილების დატოვებასა და რადიოელექტრონული თავდასხმის კონტრზომებს.

„სწავლების მთავარი მიზანია მთიანი, ტყიანი და ვაკე რელიეფის პირობებში მეთაურების და სამხედრო ბაზების პრაქტიკული უნარების სრულყოფა მართვის ავტომატიზირებული სისტემების და შეიარაღების ახალი მოდელების გამოყენებით. სწავლებაში ჩართულია უახლესი ერთიანი სამეთაურო-საშტაბო მანქანები, რომლებიც ბრძოლის დროს კომუნიკაციას უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თვითგმოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში წვრთენები კვირის ბოლოს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]