weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლამბალოში სახლიდან 17 წლის გოგონა მოიტაცეს

14:12 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ გატაცებული 17 წლის გოგონას მამამ, მუბარიზ მამედოვმა უთხრა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 24 წლის იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ მუბარიზ მამედოვმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან, ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]