weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პოლიცია ლამბალოში 3 დღის წინ მოტაცებულ 17 წლის გოგონას ვერ პოულობს

09:49 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 12 ოქტომბერს მოტაცებული 17 წლის გოგონა ამ დრომდე ვერ იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ გატაცებული არასრულწლოვნის მამამ, მუბარიზ მამედოვმა უთხრა, გოგონას პოლიცია უშედეგოდ ეძებს. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებში ოჯახი და თანასოფლელებიც არიან ჩართულნი, თუმცა გოგონას და მისი გამტაცებლის კვალს ვერ მიაგნეს.

მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცეს. ოჯახის ინფორმაციით, ის სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო და სახლში 14 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა.

„როგორც კი მამა გავიდა სახლიდან და დარჩა ორი პატარა გოგო, შემოცვივდა ორი უცნობი პიროვნება. ერთ-ერთმა გოგონას ხელები პირზე ააფარა რომ არ ეყვირა. მეორემ ხელები გაუკვანძა. გაიყვანეს და გარეთ მანქანაში ჩასვეს“, - ამბობს ქაზანფარ მამედოვი, მოტაცებული გოგონას ბიძა.

ოჯახის ინფორმაციით გოგონა 20 წლის თანასოფლელმა ბიჭმა მოიტაცა და მას გოგონა არ იცნობდა. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ცოლად შერთვის მიზნით მოტაცება განიხილება. ამასთან, ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ ის სხვა გოგონაზე იყო დანიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]