weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

17:44 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 hits 1834

ცნობილ იუმორისტს, დავით როსტომაშვილს თბილისში თავს დაესხნენ. თვითმხილველის თქმით, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, შემთხვევა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (ყოფილი 5 დეკემბერი) მოხდა. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო შეიარაღებული.

დავით როსტომაშვილი თავდასხმის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანა. მას თავის ღია ჭრილობა და სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]