weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

19:03 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან, რომლებიც ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა უთხრა, ორი ახალგაზრდა კაცი დღეს, სოფელ ხვითიდან წაიყვანეს.

„ჩვენი ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტყეში იყვნენ შესულები, როდესაც დაკავება მოხდა. ერთ-ერთმა დარეკა და გაგვაგებინა, რომ დაკავებულები იყვნენ. მას შემდეგ მათთან კონტაქტი აღარ გვქონია. უკვე ცხინვალის იზოლატორში იქნებიან გადაყვანილები“, - ამბობს კობა ჩიტაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეცნობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინაც მოხდა, როდესაც სოფელ ოკამიდან ტყეში შეშის მოსატანად წასული ორი ადამიანი ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან დააკავეს.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]