weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარტვილში აფეთქების შედეგად 70 წლის მამაკაცი დაშავდა

15:53 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჯერჯერობით დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც 70 წლის მამაკაცი დაშავდა. მას ხელის მტევნები და თითები აქვს დაზიანებული. 

სათემო რადიო „ათინათთან“ საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადა, რომ მამაკაცს ხელში სავარაუდოდ ეზოში ნაპოვნი ნივთი აუფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]