weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცემა

10:18 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ.

თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის“, - მიმართა პოლიციელებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის განვითარება და მისი ეფექტიანობის ამაღლება უწყების პრიორიტეტია, რისთვისაც საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების გრძელვადიან პროექტი ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]