weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

18:53 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ლავასოღლის დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

დღეს თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტრაპიზონში დააკავეს.

საქართველოში ლავასოღლის 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის კანონიერი ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლავასოღლი, მოლდოვიდან დეპორტირების შემდეგ, 2016 წელს იანვარში „კანონიერი ქურდობის“ და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ბრალდებით დააკავა, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და 2017 წლის ოქტომბერში საპატიმროდან გათავისუფლდა. საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ლავასოღლიმ საქართველოდან წასვლა შეძლო და არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]