weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

16:32 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. 14 წლის წინ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამის შესახებ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა. დედის თქმით, შვილი დღემდე ვერ იპოვა.

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში: თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი გამოძალვაზე მოიხადა“, - ციტირებს Qartli.ge ხათუნა ბერძნიშვილის განცხადებას.

ბერძნიშვილის თქმით, მისი შვილის საქმე დღემდე გამოუძიებელია: „ძალიან ბევრი ვიარეთ სხვადასხვა ინტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო“.

სამართალდამცველებმა 34 წლის ი.ნ. გვიან ღამით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ი.ნ. წარსულში ნასამართლევია. როგორც დაკავებულის დედამ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, ის 9 წლის განმავლობაში ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხე 9 თვის წინ დატოვა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]