weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა

14:18 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018 hits 668

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭყვა ადიდდა, რომელმაც რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია გელაურის დასახლება, ახალსოფელი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა (სადგურიდან სახანძრომდე), ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ერთ-ერთი სახლიდან, რომლის პირველი სართულიც წყალმა დაფარა, 87 წლის ქალი გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა ის მეორე სართულიდან სპეცტექნიკით გამოიყვანეს.

მომხდარის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ქალაქისა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოგვიანებით დაითვლიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]