weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ადიგენში სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრილი 31 წლის ქალი გარდაიცვალა

17:31 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროში უთხრეს, კომლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლემა განაცხადეს, რომ ქალმა წერილი დატოვა. საქმეში წერილის არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

„წერილში წერს, მშვიდი და უკეთესი ცხოვრება მინდოდა რომ მქონოდაო. ქმარს წერდა, მიყვარხარ, მაგრამ მივდივარ და გემშვიდობებიო. ცოტახნით ადრე ძმასთანაც დაურეკია, მოშორებით ცხოვრობს, ცუდად ვარ და ჩამოდიო, ეს ბიჭი რომ მისულა, და უკვე დაღუპული დახვედრია“, – ციტირებს ოჯახის ახლობელს „სამხრეთის კარიბჭე“.

გარდაცვლილ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]