weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახმეტაში დენის დარტყმის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა

13:56 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დენის დარტყმის შედეგად 23 წლის შ.ე. დაიღუპა. შემთხვევა საღამოს საათებში, იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ტყიდან შინ ურმით ბრუნდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ცხენი დაზიანებული ელექტრობოძის სადენებს გამოედო, დენმა დაარტყა და წაიქცა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ იმ დროს დაიღუპა, როდესაც ცხენის წაქცევის და სიკვდილის მიზეზს არკვევდა.

„შემთხვევა ხევისჭალისკენ მიმავალ გზაზე, სოფლიდან 2-3 კილომეტრში მოხდა. იქაურობა ჩვენმა თანასოფლელებმა დაათვალიერეს და როგორც ამბობენ, ბოძი გადავარდნილი იყო და სადენებს ეჭირა. იმ გზაზე მანამდე სხვებმაც აიარეს. მათი თქმით, ბოძი მხოლოდ გადახრილი იყო. დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გადაიხარა. ღამე იყო და ბიჭმა ვერ შეამჩნია“, – უთხრა „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში განმარტავენ, რომ დანიშნული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აღნიშნული მუხლი შეიცვლება.

„რეგინფო“ კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ელექტრობოძს ისინი უწევენ ექსპლუატაციას. როგორც კომპანიაში განმარტეს, ბოძი დაზიანებული არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]