weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

ყვარელში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

12:39 პარასკევი, 16 ივნისი 2017 hits 3393

ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, 6 მგზავრი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ყვარლის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ტაქსი ერთმანეთს ასწრებდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ ზინობიანში გამგებლის წარმომადგენელმა ემილ ხვედელიძემ განუცხადა, ერთმანეთს „ოპელის“ და „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანები დაეჯახნენ. ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„ორივე მანქანის მძღოლი ახალსოფლიდან არის. როგორც გავიგეთ, ლაგოდეხი-ყვარლის გზაზე ერთნამეთს ასწრებდნენ და შეეჯახნენ“, - აღნიშნა ემილ ხვედელიძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

 

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]