weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

17 ივნისს სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი გაიმართება

13:06 პარასკევი, 16 ივნისი 2017

17 ივნისს, სიღნაღში, ცენტრალურ მოედანზე ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ღვინის, ლუდის, წვენების, ყველის, თაფლის, ჩირის, ჩურჩხელის და სხვა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

კომპანიების გარდა გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ფიზიკური პირები თავისი პროდუქციით. მოეწყობა სუვენირებისა და აქსესუარების კუთხე. გაიმართება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი ღონისძიებებიც.

ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“–ის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE და კომპანია „არტიარდ კო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]