weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

აზიური ფაროსანას გავრცელების რისკები ქვემო სვანეთში

22:38 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

აზიური ფაროსანას ქიმიური პრეპარატებით და მექანიკური საშუალებით აქტიურად ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ბაღლინჯომ შემოდგომაზე მათი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

რუსუდან გუგავა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა მათ სოფელსა და მუნიციპალიტეტში გასულ წელს არ შეიმჩნეოდა მაგრამ, წელს მავნებლემა პომიდორი, ყურძენი, სიმინდი  და ჟოლო დაუზიანა.

„ყოველ წელს ჩემს ეზოში გაშენებულ ბაღში რამდენიმე სათლ ჟოლოს ვკრეფდი, წელს აზიურმა ფაროსანამ ისე გაანადგურა მოსავალი, რომ ერთი ცალიც არ მომიკრეფავს“, - ამბობს გუგავა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მავნებელმა იმ რეგიონებში გადაინაცვლა, სადაც საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩატარებულა. ზურაბ ლიპარტიას თქმით,  მომავალი წელს ასეთ მუნიციპალიტეტებში, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად ტყის ფართობები აქტიურად შეიწამლება და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები განთავსდება.

„ფაროსანას გავრცელებამ გადაიწია იმ ადგილებში, სადაც ღონისძიება არ ტარდება. კოლხეთის დაბლობში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს წამლობები, მავნებელი მოქცეული არის კონტროლქვეშ, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი მწერია და ის გადავიდა ტყეებში. ზოგადად ეს მავნებელი არის ლანდშაფტური. ის გვხვდება როგორც ტყის კულტურებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ამდენად, ტყეში არსებული მავნებელი არის ჩვენთვის პრობლემა და მომავალ წელს, ალბათ, ღონისძიებების მთავარი სამიზნე იქნება სწორედ ტყეებში და ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე ღონისძიებების განხორციელება. ტყეებში უფრო მიზანზშეწონილია „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დაყენება ტყისპირა ზოლებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იცავს დამუშავებულ ტერიტორიას და სწორედ აქცენტი გვექნება ამ ტექნოლოგიაზე“, - ამბობს ზურაბ ლიპარტია.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]