weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება

17:23 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

კობი - გუდაურის 7.5 კილომეტრიანი საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, საბაგირო გზა ექსპლუატაციაში სამუშაოების დასრულებისთანავე შევა.

ახალი საბაგირო გზა ყაზბეგში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს - ყაზბეგიდან გუდაურში გადაადგილება მოთხილამურეების გარდა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ საბაგირო გზა მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფერი“ ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]