weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

14:42 შაბათი, 17 ივნისი 2017

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ ქალაქ მარნეულში გამგებლის რწმუნებულმა ელშან ჰასანოვმა უთხრა, ცოლ-ქმარი 50 წლამდე იყვნენ.

„შემთხვევა დღეს, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მათივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია“, - ამბობს ელშან ჰასანოვი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი იქნა მოკლული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]