weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახალქალაქში დაზარალებული ერთს ამბობს, ოპოზიცია მეორეს – ნათია მეზვრიშვილი

19:19 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოკითხვის დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

რემიკ პოღოსიანის ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, პოღოსიანი გადაცემაში „P.S.“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარის, ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, ინტერვიუდან ორ დღეში კი თავს დაესხნენ და ხელკეტებით სასტიკად სცემეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„დაზარალებული, რომელიც გუშინვე გამოვკითხეთ, ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ კი ვრცელდება განსხვავებული განცხადებები, მათ შორის, დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან. ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები, მობრძანდნენ და გამოძიებას მიაწოდონ. ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა-არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიღმა, არის უბრალოდ არასწორი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა რემიკ პოღოსიანი თარჯიმნის თანდასწრებით  გამოკითხეს, რისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს და საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში, ვიდეომასალის ნახვა შესაძლებელი იქნება.

„ვიდეომასალაში ვერ ნახავთ ვერანაირ ზეწოლის და მუქარის ფაქტს, მათ შორის დაზარალებულის განმარტებებიც შეგიძლიათ მოისმინოთ“, – უთხრა მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება დეტალურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს იმისთვის, რომ გაარკვიოს, დაზარალებულის ვერსია შეესაბამება სიმართლეს, თუ გაერთიანებული ოპოზიციის.

„არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება, დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია - მეორეს. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინება და საგამოძიებო ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც ისჯება. რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს - ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული. ამიტომ ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]