weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

21:45 შაბათი, 10 ნოემბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებისთვის გაუშლელი კარვების წართმევას შეეცადნენ.

შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე და მისი დედა, მარინა ბეგაძე. ამ დროისთვის ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„კალაძე მე მომიწოდებს, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს. ჩვენ შორის კი არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს. უკანონოდ რომ გვარბევენ, ის ნაძირლები გააჩეროს, რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს. ვიდრე ჩემ სისხლს არ დაღვრიან, ან ჩემი შვილის მკვლელები და საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამდე აქ ვიქნებით“, – განაცხადა სარალიძემ ვიდრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

სარალიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს, მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს.

ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – თქვა ზაზა სარალიძემ.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა მოახერხეს. ისინი ღამეს კარავებში გაათევენ.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მათ აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ გუშინ, მას შემდეგ დაანონსეს, რაც თბილისის მერიამ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება და აქციის სხვა ადგილზე გაგრძელება სთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]