weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსთავის სამშობიარო კლინიკაში 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა

14:10 კვირა, 18 ივნისი 2017

რუსთავში მდებარე კლინიკა „რუსთავში“ 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. ამ დროისთვის ის იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მშობიარე ქალი კლინიკაში დილის 04:00 საათზე გამთენიისას შეიყვანეს. რუსთავის სამშობიაროს მთავარი ექიმის გოჩა კინწურაშვილის განცხადებით, მშობიარობის დროს ქალს ემბოლია განუვითარდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის კლინიკა „რუსთავში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მედპერსონალი დაკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]